საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, თბილისში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა.
საუბარია 2002 წელს დაბადებულ ლ.ტ.-ზე, რომელმაც, გამოძიების ინფორმაციით, 1998 წელს დაბადებული ლ.ჯ. „სხვადასხვა ნივთების დარტყმით მოკლა, რის შემდეგაც მან გვამი ლიფტის შახტში დაწვა“.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 12 იანვარს, საღამოს საათებში, ვაშლიჯვრის დასახლებაში არსებული მშენებარე კორპუსის მერვე სართულზე ბრალდებულმა სხვადასხვა ნივთების დარტყმით მოკლა ერთი პირი, რის შემდეგაც მან გვამი ლიფტის შახტში დაწვა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 22 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.