სომხეთში Covid-19-ით ბოლო 24 საათში 711 ადამიანი დაინფიცირდა, გარდაიცვალა - 385

სომხეთში Covid-19-ით კიდევ ერთი პარლამენტის წევრი დაინფიცირდა. ვიქტორ იენგიბარიანმა დღეს განაცხადა, რომ მასზე ჩატარებულმა კორონავირუსის ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა.

იენგიბარიანი უკვე მეორე სომეხი დეპუტატია, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა.

გუშინ კორონავირუსი სომხეთის ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერს ვაჰე ენფიაჯიანს დაუდასტურდა.

სომხეთში დღეის მდგომარეობით საკმაოდ მძიმე ეპიდსიტუაციაა. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების 711 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსის შედეგად კი 14 ადამიანი გარდაიცვალა.

სულ სომხეთში ვირუსით ინფიცირების 21 717 შემთხვევაა დაფიქსირებული, ვირუსის შედეგად კი 386 ადამიანია გარდაცვლილი.

პანდემიის დაწყების შემდეგ ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 10 797 ადამიანი. აქტიური შემთხვევების რაოდენობა კი 10 404-ია.