სპეკულაციურ ფასებზე სამართალდამცავები მოახდენენ რეაგირებას – დავითაშვილი

პუბლიკა

„თუ იქნება სპეკულაციური ფასები, არსებობს გარკვეული იურიდიული მექანიზმები, რომლებზეც სამართალდამცავები შესაბამის რეაგირებას მოახდენენ. ეს ჩვენი კანონდებლობით რაც არის განსაზღვრული. რაც შეეხება უვნებლობის სურსათის სტანდარტების დაცვას, ამ კუთხით, ჩვენი სამნინისტრო ძალიან მკაცრი იქნება”, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ისაუბრა.

მისი განცხადებით, მას შემდეგ, რაც საკოორდინაციო საბჭომ მასობრივი თავშეყრის ადგილებში მოსახლეობის ყოფნა შეზღუდა. კვების ობიექტები განსაკუთრებული მუშაობის რეჟიმზე უნდა გადავიდნენ. საზოგადოებრივი კვების ობიექტები უნდა გადავიდნენ განსაკუთრებული მუშაობის რეჟიმზე. ჩვენ ამაზე გამოვეცით სპეციალური ბრძანება და სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაიწყო აღსრულება და მუდმივი მონიტორინგი იქნება იმისთვის, რომ ეს 100%-ით შესრულდეს. როდესაც ვსაუბრობთ კრიზიულ სიტუაციებზე, აქ საუბარი არაა, რომ ეს შესრულდეს მეტად ან ნაკლებად, უნდა შესრულდეს აბსოლუტურად. გამოირიცხება საზოგადოებრივი კვების ობიექტებში ისეთი ტიპის მომსახურება, რომელიც გულისხმობს მოსახლეობის ერთად თავმოყრას. იქნება ე.წ მიწოდების სერვისები მხოლოდ დაშვებული ან საავტობომილო დრაივის სერვისები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჯანდაცვის უზრუნველსაყოფად ამ კრიზიულ სიტუაციაში“, – განაცხადა დავითაშვილმა.