სპორტის სამყარომ ზეპირად იცის ვინაა ეს ადამიანი, წარსულშიც შემჩნეული იყო მუშტი-კრივის სიყვარულში - წულუკიანი

პუბლიკა

კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა „პირველი არხის“ ეთერში მისი როგორც ქალი მინისტრისა და სპორტული ფედერაციების თანამშრომლობისას არსებულ პრობლემებზე ისაუბრა.

22 სექტემბერს წულუკიანმა პარლამენტში განაცხადა, რომ აქვს ბევრი პრობლემა სპორტულ ფედერაციებთან, რომელიც ქალის უფლებებს ეხება.

ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად თუ რომელი სპორტული ფედერაციის დირექტორმა „გაიწია ხელით“ მასზე, წულუკიანმა კონკრეტული სახელი და გვარი არ დაასახელა.

„კონკრეტული ფედერაცია რომლის პრეზიდენტმაც გადაწყვიტა, რომ სპორტის მინისტრისთვის დაერტყა, მე ამ სპორტის ფედერაციის სპორტსმენებთან მაქვს ურთიერთობა უკვე ფედერაციის გვერდის ავლით, ამ სპორტსმენებს, ახალგაზრდებს, სრულწლოვნებს ვაფინანსებთ, ოღონდ ფედერაციის გვერდის ავლით, იმიტომ რომ მოცემულმა ბატონმა განაცხადა, რომ ის იქნება იქ, სადაც არის“,- ამბობს წულუკიანი.

ჟურნალისტის შეკითხვაზე თუ რა იყო კონფლიქტის მიზეზი, წულუკიანი პასუხობს რომ მიზეზი იყო ფული,- „ფული, დაგვიმატეთ ფული. და რომ დასვამ კითხვას, კითხვის დასმის უფლება არ აქვს სპორტის მინისტრს-თურმე.“

„მე კი არ ვმალავ, მე ამაზე ღიად ვსაუბრობ, სპორტის სამყარომ ზეპირად იცის ვინ არის ეს ადამიანი, რომელიც წარსულშიც შემჩნეული იყო ჯერ კიდევ როცა ოპოზიციაში ვიყავით, მუშტი-კრივის სიყვარულიში, არა რინგზე თან, თორე მუშტი-კრივი რინგზეა საინტერესო და რინგზე მუშტი-კრივის ხელშწყობა მევალება მე და ამას გავაკეთებ ყოველთვის, მაგრამ როდესაც შენ გერჩოს ძალა…“

წულუკიანი ამბობს, რომ ამ თემაზე საჯაროდ განაცხადება იმიტომ გააკეთა, რომ ქალებისთვის ეთქვა, რომ ძალადობაზე არ გაჩუმდნენ.

„ქართველი ქალების სახელით ხელი მოვაწერე სტამბოლის კონვენციას 2014 წელს, მინდა ქართველი ქალების სახელით და ზოგადად ნებისმიერ ქალს, ვინც ახლა ზის და გვიყურებს ვუთხრა, რომ როგორც კი ძალადობის მუქარა იქნება მაშინვე უნდა გააკეთოთ შეტყობინება , მაშინვე უნდა თქვათ ამის შესახებ ხმამაღლა…

უნდა ვიცოდეთ, რომ როგორც კი ვიტყვით რომ ჩვენ დაგვემუქრნენ ძალადობით ან გავხდით ძალადობის მსხვერპლი არავინ პირველად ამას არ დაიჯერებს, მაგრამ ამის მიუხედევად თქვენ არ უნდა გაჩერდეთ… ასევე დამნაშავე თქვენ დაგაბრალდებთ, რომ თქვენი ბრალია… ასე იყო ჩემს შემთხვევაშიც მაგრამ „იქ სადაც არ ჩაგივა ფეხი, არ ჩაგივა ფეხი“,- ამბობს წულუკიანი.

წულუკიანმა საუბრისას ასევე განმარტა, რომ მისი მონათხრობი მკლავჭიდის ფედერაციას არ ეხება. რაც ასევე განაცხადა პარლამენტში გამოსვლისას.

„ბევრი საყვედური მაქვს ბატონი სოსო ჯაჭვლიანისთვის სათქმელი, მაგრამ მისგან პატივისცემის და ნორმალური მოპყრობის მეტი არ მახსოვს. ის ცდება საქმეში, მაგრამ მე მისგან როგორც მინისტრს და ქალს, არ მახსოვს არც მოპყრობა და არც მიდგომა“, – განმარტა მაშინ მინისტრმა.