4 ოქტომბრის მოვლენების საქმე

რას ედავებიან და რას ამბობენ 4 ოქტომბრის მოვლენების ორგანიზატორად მიჩნეული პირები. სასამართლო პროცესები დასკვნით ეტაპზე გადადის. „პუბლიკა“ სტატიაში თავს უყრის სხდომებიდან ყველაზე მნიშვნელოვანს.

მაშინ, როდესაც ათონელის ქუჩა აქციის მონაწილეებით იყო სავსე, რატომ გადაწყდა სასახლეში პოლიციის დანაყოფის შეყვანა სწორედ ამ ტრაექტორიით? რატომ არ შევიდნენ ისინი სასახლეში, მაგალითად, უკანა შესასვლელიდან? ასევე, რატომ არ ჰქონდათ მათ თან დამცავი აღჭურვილობა?