თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული 10 პირის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ მიიღო.
ბრალდებულების ნაწილს ერთი მუხლით ჰქონდათ ბრალი წარდგენილი, ნაწილს კი – ორი ან სამი მუხლით.
ისინი დამნაშავედ იქნენ ცნობილი ბრალად წარდგენილ მუხლებში და თითოეულზე სხვადასხვა სასჯელი განესაზღვრათ, თუმცა კანონის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი.
უფრო კონკრეტულად:
ოპერის მომღერალს პაატა ბურჭულაძეს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა:
- განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების მცდელობა ჩადენილი ჯგუფურად – 3 წელი;
- ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა – 7 წელი;
- მოწოდება სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ – 2 წელი.
პაატა ბურჭულაძის მსგავსად, 7 წელი მიესაჯა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, მურთაზ ზოდელავას:
- განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების მცდელობა ჩადენილი ჯგუფურად – 3 წელი;
- ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა – 7 წელი;
- მოწოდება სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ – 2 წელი.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ირაკლი ნადირაძეს – საბოლოოდ, 7 წელი მიესაჯა:
- განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების მცდელობა ჩადენილი ჯგუფურად – 3 წელი;
- ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა – 7 წელი;
- მოწოდება სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ – 2 წელი;
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, პაატა მანჯგალაძეს – 7 წელი მიესაჯა;
- მას ბრალად წარდგენილი ჰქონდა მხოლოდ ერთი მუხლი – ჯგუფური ძალადობის ორგანიზების.
ლაშა ბერიძეს – საბოლოოდ, სასჯელის სახეთ განესაზღვა 7 წელი;
- განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების მცდელობა ჩადენილი ჯგუფურად – 3 წელი.
- ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა – 7 წელი.
აქციის მონაწილეს, ნიკა გვენცაძეს – ჯამში 5 წელი მიესაჯა:
- განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების მცდელობა ჩადენილი ჯგუფურად – 3 წელი;
- ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა – 5 წელი.
ირაკლი ჩხვირკიას – 5 წელი მიესაჯა:
- განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების მცდელობა ჩადენილი ჯგუფურად – 3 წელი;
- ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა – 5 წელი.
გური ჟვანიას – 5 წელი მიესაჯა.
- მას ბრალად ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა ედებოდა.
თორნიკე მჭედლიშვილს – 5 წელი მიესაჯა;
- განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების მცდელობა ჩადენილი ჯგუფურად – 3 წელი;
- ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა – 5 წელი.
გდდ-ის ყოფილ მაღალჩინოსანს, ირაკლი შაიშმელაშვილს კი დაუსწრებლად მიესაჯა 2 წელი;
- მას ბრალად მოწოდება სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ ედებოდა.