ლიტერატურა

გიორგი ლობჟანიძე

ფაქტია, რომ დღეს მთელ მსოფლიოში პოეზიას სულ უფრო ნაკლები ადამიანი ეტანება. ამ მოვლენას ბევრი მიზეზი აქვს და, რა თქმა უნდა, ყველაზე ნაკლები აქ სწორედ მატერიალური თუ მატერიალისტური მიზეზია:

ლევან ბერძენიშვილი

ბოლოს და ბოლოს, რა დააშავა ანა კარენინამ?! ანა კარენინას დანაშაული, მე მგონი, ის კი არ არის, რომ  შეუყვარდა, არამედ ის, რომ უსიყვარულოდ იცხოვრა მანამდე მთელი ცხოვრება და ლამის ასე დაასრულა.

ლევან ბერძენიშვილი

1958 წლის ზაფხულია. პატარა ქალაქი დერი დატერორებულია ბავშვების არაადამიანური სისასტიკით მკვლელობის აუხსნელი სერიით. 11 წლის ბიჭები, შვიდნი, ცალ-ცალკე შეხვდებიან ამ საშინელ ბოროტებას. ისინი ქმნიან გაერთიანებას, სახელად  „უიღბლოთა კლუბს“ და შეჰფიცავენ ერთმანეთს, რომ იპოვიან და გაანადგურებენ ურჩხულს, რომელსაც ისინი უწოდებენ უბრალო სიტყვას - იგი ანუ ის.

ზაზა ბიბილაშვილი

ზოგი მკითხველისთვის ალბათ მოსაბეზრებელი იქნება ტექსტში თითქოს ხელოვნურად მიმობნეული იდეოლოგიური ტირადები და შეგნებულად გამომწვევი ულტრამემარცხენე რადიკალიზმი, რომელიც პერსონაჟების უმანკო, ახალგაზრდული იდეალიზმის ნაცვლად, ავტორის პოზიციად და არც თუ ისე უნებლიე პროზელიტიზმად აღიქმება.

გიორგი ლობჟანიძე

ეს პოეზია მათთვისაა, ვისაც ქსნის ციხის ნანგრევები რამეს ეუბნება, ვისთვისაც ქართლი, ქსანი, არაგვი, იკორთა, ახალგორი, მყინვარი... მხოლოდ ტოპონიმები და, მით უმეტეს, გაუგებარი გეოგრაფიული სახელები არ არის...

გიორგი ლობჟანიძე

დათო გორგილაძე თავდაპირველად ფეისბუქის სტატუსებით გავიცანი. ფეისბუქის ნაწერების სერიოზულად აღქმა რომ ძალიან სარისკოა, რასაკვირველია, ვიცი, მაგრამ იმ სტატუსებში მაინც იგრძნობოდა ძალიან კარგი მწერალი, რომელიც, ძირითადად, ტაქსიში და ტაქსის მძღოლებთან თავგადასავლებზე გვიყვებოდა...

გიორგი ლობჟანიძე

დაჩა მარაინი თანამედროვე იტალიური ლიტერატურის კლასიკოსის ალბერტო მორავიას გვერდით 15 წელი ცხოვრობდა და მათ მორავიას სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნეს მეგობრობა და ურთიერთსიყვარული.

ოქტაი ქაზუმოვი

რა თქმა უნდა, ამ კრებულზე, მის თითოეულ კარედზე და თითოეული ლექსის გადმოთარგმნის პლასტებზე დაუსრულებლად შეიძლება ლაპარაკი და წერა, მაგრამ ამჯერად ეს ვიმყოფინოთ.

  • 1
  • 2