ნარკოპოლიტიკა

ნათია ამირანაშვილი

სამოქალაქო სექტორის, დარგის სპეციალისტების, რეფორმაზე მომუშავე ჯგუფების განწყობების საფუძველზე, ქვეყანაში შექმნილი ვითარებისა და ზოგადად, დაპირებების შეუსრულებლობის მაგალითების გათვალისწინებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების  მიერ ნარკოპოლიტიკის მიმართულებით რაიმე დადებითი გადაწყვეტილების იმედი ამოიწურა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში ნარკოპოლიტიკის ჰუმანიზაციისკენ მიმართულმა კანონპროექტებმა, კანონის სტატუსი უკვე მერამდენე ჯერია, ვერ მოიპოვა.

ფრაგმენტული, უგუნური, პოპულისტური მიდგომა – ასე აფასებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივას ნარკოპოლიტიკაზე მომუშავე ორგანიზაციები და სამოქალაქო აქტივისტები. მათი თქმით, როდესაც ნარკოპოლიტიკის ფუნდამენტური რეფორმა განუხორციელებულია, ამ პირობებში ისევ სასჯელის გამკაცრებაზე საუბარი, მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლება კვლავ ფრაგმენტულ, ზედაპირულ მიდგომებს არჩევს და სისტემურ მიდგომებზე ყურადღებას არ ამახვილებს