კობახიძე: დავუპირისპირდებით ნარკოტიკებზე ლოიალური დამოკიდებულების პროპაგანდას

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე სამთავრობო პროგრამის წარდგენისას განაცხადა, რომ დაუპირისპირდებიან ნარკოტიკებზე ლოიალური დამოკიდებულების ჩამოყალიბების „პროპაგანდას”.

„გააქტიურდება ბრძოლა ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ, დავუპირისპირდებით პროპაგანდას, რომელიც საზოგადოებაში ნარკოტიკების მიმართ ლოიალური დამოკიდებულების ჩამოყალიბებისკენ არის მიმართული“, – განაცხადა კობახიძემ.


დარგის სპეციალისტები წლებია, ნარკოპოლიტიკის ძირეული რეფორმის მნიშვნელობაზე საუბრობენ, რომელიც სადამსჯელო ღონისძიებების ნაცვლად ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობისა და პრევენციული ღონისძიებების გატარებისკენ იქნება მიმართული.

ეს მოიცავს ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების დეკრიმინალიზაციას და მკურნალობა-­რეაბილიტაციის, ზიანის შემცირების სისტემების გაუმჯობესებას.