სკოლა
„ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში სასკოლო ცხოვრებაში გაჩნდა ახალი რგოლი - მხარდამჭერთა ჯგუფი, რომელიც სკოლის ბაზაზე პედაგოგებს რამდენიმე მიმართულებით უწევს კონსულტაციას - სასკოლო სასწავლო გეგმის განვითარება და დანერგვა, სკოლის მართვის ეფექტური მიდგომის განვითარება, სწავლის პროცესში ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრირება.
რამდენად მზად შეხვდა განათლების სისტემა ონლაინსწავლებაზე გადასვლის საჭიროებას – ერთი მხრივ, რა გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა სასკოლო საზოგადოება – მასწავლებლები, მოსწავლეები, მშობლები და მეორე მხრივ, რა შესაძლებლობები აქვთ სკოლებს არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად?
„პუბლიკა“ მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილეს, მანანა რატიანს იმ ძირითადი საკითხების შესახებ ესაუბრა, რომლებიც მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესს სქემის არსებული დოკუმენტისგან განასხვავებს.
დღესდღეობით სკოლებში 12 255 პრაქტიკოსის სტატუსის მქონე პედაგოგი ასწავლის. ისინი მომავალი სასწავლო წლიდან პროფესიაში დარჩენას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებენ, თუ სტატუსს აიმაღლებენ. კერძოდ, მოქმედი რეგულაციით, იმისათვის, რომ პრაქტიკოსი პედაგოგი კარიერულად მომდევნო საფეხურზე გადავიდეს და უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიიღოს, მან 19 კრედიტქულა უნდა დააგროვოს.
„ჩემი ამბავი, რომელსაც ახლა მოგიყვებით, შეიძლება მართლა იყოს მაგალითი გოგოებისთვის… რომ დაფიქრდნენ და არა მხოლოდ მათთვის“, - გვეუბნება სევდა ხალილოვა-მუზაშვილი, ბოლნისის რაიონის სოფელ დარბაზისა და ნახიდურის საშუალო სკოლების მასწავლებელი. ის ამ სკოლებში აზერბაიჯანულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის, ასევე, დაწყებითი კლასების პედაგოგიცაა.
მიმდინარე სასწავლო წლის დასაწყისიდან პრაქტიკოსის სტატუსის მქონე 6 365 პენსიონერმა პედაგოგმა სკოლა დატოვა. ამავე პერიოდისთვის ბოლო წლების განმავლობაში სკოლებში ყველაზე მეტი - 4080 - ვაკანტური ადგილი გაჩნდა. დარგის სპეციალისტების შეფასებით განათლების სისტემაში, სადაც ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი საკადრო ბრუნვა არ მომხდარა, ეს ინიციატივა ის იშვიათი შემთხვევა იყო, როდესაც სამინისტროს მხრიდან მასწავლებლის პროფესიიდან გასვლის მექანიზმზე დაიწყო საუბარი. თუმცა, მათივე შეფასებით, მნიშვნელოვანია სისტემიდან გასვლის მექანიზმის გარდა, არსებობდეს ერთი მხრივ, როგორც მასწავლებლის პროფესიაში ახალგაზრდა კადრების მოზიდვის გააზრებული პოლიტიკა, მეორე მხრივ კი - კვალიფიციური კადრების შენარჩუნების მექანიზმები.
- 1
- 2