თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი
კინოდარბაზების სიმწირემ და პანდემიამ თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალს თავისი კვალი დაატყო. „ამირანის“ ფოიეში კინომოყვარულები უკვე ნოსტალგიით იხსენებენ, როგორ უყურებდნენ ფილმებს ხალხით გადავსებულ „რუსთაველის“ დიდ დარბაზში, ზოგჯერ უბილეთობის გამო კიბეებზე ჩამოჯდომასაც რომ არ თაკილობდნენ და არც ვირუსის ეშინოდათ.
ფილმი მრავალფიგურიანი კომპოზიციასავით არის აგებული, თუმცა მაინც იკვეთება ამ უკანასკნელის ცენტრალური ხაზი. ის ჩვეულებრივი ბიჭია, რომელსაც შეიძლება სკოლაში „ალუდა ქეთელაურიც“ კი არ უსწავლია, მაგრამ სოციუმმა და კულტურამ ზუსტად ასწავლა ერთი რამ - თუ თვითონ არ იძალადებს, მასზე იძალადებენ. ამიტომ უნდა იყოს ძლიერი, უხეში, ცინიკური. და აი, ნიკას ამ მარტივ, მაგრამ მყარ „ფილოსოფიურ კონსტრუქციაში“ უცებ შემოიჭრება და სრულ დისონანსს შემოიტანს ვაჟა-ფშაველა, რომელიც დააფიქრებს ნიკას, რომ ვაჟკაცობა/კაცობა, შესაძლოა, სრულიად სხვა რაღაც იყოს.
ფილმში სიღარიბე არც ესთეტიზებულია და არც დრამატიზებული. ავტორი არ ცდილობს, რომ მაყურებელს ვინმე შეაცოდოს, ის უბრალოდ ჰყვება ამბავს, ისეთს, როგორიც ის არის; 80-ევროიან ბაყაყებზე, მეზობლის ბიჭზე (სურსათის დაჟანგულ მაღაზიასთან შებინდებისას თემოს გულს რომ გადაუშლის), სასადილოში ღვთისმშობლის ხატზე და გლდანის ბავშვთა სახლის ზეიმზე.
„მე არ ვცხოვრობ სახელმწიფოში, მე ვცხოვრობ დასახლებულ პუნქტში“, - რეჟისორის მიერ წარმოთქმულ ამ სიტყვებს რამდენიმე წუთში თავისივე პერსონაჟიც გაიმეორებს - „მინდა, სიყვარული და პატივისცემა გამოვხატო მათ მიმართ, ვინც არ ეგუება დასახლებულ პუნქტში ცხოვრებას“, - მიმართა შავგულიძემ პუბლიკას.
თბილისის მეოცე საერთაშორისო კინოფესტივალი ქართული და ბრიტანული ფილმების სიმრავლით გამოირჩევა.
- 1
- 2