თბილისის კინოფესტივალის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

პუბლიკა

დღეს, 7 დეკემბერს კინოთეატრ „ამირანში“ თბილისის მე-20
საერთაშორისო კინოფესტივალზე ოქროს პრომეთე გადსაცეს ეროვნული კონკურსის სამ ნომინაციაში გამარჯვებულ ფილმებს:

საუკეთესო მხატვრული ფილმი: „ჩაისუნთქე ამოისუნთქე“ რეჟ. დიტო ცინცაძე
საუკეთესო დოკუმენტური ფილმი: „სანამ მამა დაბრუნდება“ რეჟ. მარი გულბიანი
საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი: „მამული“, რეჟ. გიორგი სიხარულიძე

ჟიურის სპეციალური აღნიშვნა: „12 გაკვეთილი” რეჟ. გიორგი მრევლიშვილი

ჟიურის განსაკუთრებული აღნიშვნა ოპერატიული ნამუშევრისთვის: “ბოროტმოქმედი” რეჟ. დიმიტრი მამულია

ჟიურის განსაკუთრებული აღნიშვნა სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმისთვის: „უარყოფითი რიცხვები“ რეჟ. უტა ბერია

საპატიო პრომეთე მექსიკელ რეჟისორ კარლოს რეიგადასსა და ქართველ რეჟსორსა და სცენარისტს ირაკლი კვირიკაძეს.

საუკეთესო მხატვრული ფილმი ქართული ფილმის განვითარების ფონდმა დააჯილდოვა. საუკეთესო დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმები კი, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა. Terra Incognita Films-მა საუკეთესო მხატვრული ფილმის ნომინაციაში გამარჯვებული ფილმის რჟისორს ARRI-ის კამერის სრულ კომპლექტი გადასცა.

ქართული პანორამის ჟიურის წევრები იყვნენ: გერმანელი ცოლ-ქმარი, კინო და ვიდეო-ინსტიტუტის „არსენალის“ და ბერლინის კინოფესტივალის „ახალი კინოს საერთაშორისო ფორუმის“ დამფუძნებლები – ერიკა და ულრიხ გრეგორები. ასევე ჰეზერ სტიუარტი (ბრიტანული კინოს ინსტიტუტის შემოქმედებითი ხელმძღვანელი), ნიკოლას სელისი (ალფონსო კუარონის ოსკაროსანი ფილმის „ რომას“ პროდიუსერი) და პაბლო დე ვიტა (არგენტინელი კინოკრიტიკოსი).

კინოფესტივალის ოფიციალური ჯილდოების გარდა, უკვე მესამე წელია, რაც თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში გასცემს პრიზს „ადამიანის უფლებები კინოში“. ფესტივალის ფარგლებში ადამიანის უფლებების საუკეთესოდ ამსახველ თემატიკაზე ნომინირებული იყო 7 ფილმი, მათგან გამარჯვებული გახდა  – ფილმი „უარყოფითი რიცხვები“, რეჟისორი: უტა ბერია. 

ასევე ცნობილი გახდა კინოცენტრის კონკურსის „წერე ქართულ კინოზე“ გამარჯვებულთა ვინაობა:

I ადგილი – გიორგი ჯავახიშვილი

II ადგილი – ლევან აბდუშელიშვილი

III ადგილი – ზაზა ცხანკაშვილი

დახურვის ცერემონიაზე მიხეილ კობახიძის ფილმი „ქორწილი“ აჩვენეს. 8 დეკემბერს კი გამარჯვებული ფილმების ჩვენება გაიმართება, ასევე ნაჩვენები იქნება ამერიკელი რეჟისორის, ლულუ ვონგის ფილმის „დამშვიდობება“, რომლითაც თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი მაყურებელს ერთი წლით დაემშვიდობება.

LB loan image desktop LB loan image mobile