თბილისის 24-ე კინოფესტივალი გაიხსნა

პუბლიკა

თბილისის 24-ე კინოფესტივალი დღეს ნანა ჯორჯაძის ფილმით “პეპლების იძულებითი მიგრაცია” გაიხსნა.

ფესტივალზე ამირანის კინოდარბაზში მოძარაობის „ქართული კინო საფრთხეშია” წევრები სცენაზე ავიდნენ და ბანერი გაშალეს – „450 კინემატოგრაფისტის ბოიკოტი ეროვნული კინოცენტრის დამოუკიდებლობისთვის“.

ამ ფორმით მათ საზოგადოებას შეახსენეს, რომ 450-ზე მეტი კინემატოგრაფისტი დღემდე ბოიკოტს აცხადებს კინოცენტრთან თანამშრომლობაზე. ისინი კინოცენტრის დამოუკიდებლობას და კინოცენტრის დირექტორის დემოკრატიული წესით არჩევას მოითხოვენ.

პროტესტს ფესტივალზე ფესტივალის ხელმძღვანელი გაგა ჩხეიძეც შეუერთდა.

ფესტივალს კინოთეატრები ამირანი და გალერეა ერთი კვირის განმავლობაში უმასპინძლებს.

წლევანდელ კინოფესტივალზე ნაჩვენები იქნება ისეთი რეჟისორების ფილმები, როგორებიც არიან აკი კაურისმიაკი, ნური ბილგე ჯეილანი, პედრუ კოშტა, ლავ დიაზი, კენ ლოუჩი და სხვები. ქართულ სექციაში წარმოდგენილი იქნება ათობით მხატვრული და დოკუმენტური ფილმი.