თაკო ჩარკვიანი ამბობს, რომ კორონავირუსისგან განიკურნა

პუბლიკა

საბურთალოს რაიონში მაჟორიტარობის კანდიდატი, პარტია „კანონი და სამართლის“ დამფუძნებელი თაკო ჩარკვიანი საკუთარ Facebook-გვერდზე წერს, რომ კორონავირუსისგან განიკურნა.

„ძვირფასო მეგობრებო, ორჯერ ჩატარებული (კოვიდის ) ტესტების პასუხები უარყოფითია. უფლის წყალობით, ჩვენს ოჯახში ყველასთან. მადლობა დიდი, გულშემატკივრობისთვის, ისეთ ენერგეტიკას მაწვდიდით და ეს ისეთი საოცრება იყო, რომ რა შემიძლია? სიკეთით დამებრუნებიოს, დიდი მადლობა“, – წერს თაკო ჩარკვიანი.

თაკო ჩარკვიანმა ინფიცირების შესახებ ინფორმაცია 11 სექტემბერს გაავრცელა.


თაკო ჩარკვიანი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საბურთალოს ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატია. 27 ივლისს კი „სტრატეგია აღმაშენებლის“ დამფუძნებელ გიორგი ვაშაძესთან ერთად ახალი პოლიტიკური პლატფორმა შექმნა.