თამარ კორძაიამ საკონსტიტუციო სარჩელი გაიწვია

პუბლიკა

დეპუტატმა თამარ კორძაიამ საკონსტიტუციო სასამართლოდან გაიწვია სარჩელი, რომლითაც სადეპუტატო უფლებამოსილების შენარჩუნებაზე პარლამენტის გადაწყვეტილების არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვდა.

„სარჩელის შეტანას აქვს თავისი ვადები, ამ ვადების გაშვება არ შეიძლებოდა, ამიტომ 16 თებერვალს მე შევიტანე სარჩელი უფლებამოსილების ცნობასთან დაკავშირებით, პარლამენტის დადგენილებას ვასაჩივრებდი, მაგრამ 16 თებერვლის შემდეგ პოლიტიკური პროცესები აბსოლუტურად სხვანაირად განვითარდა. 22 თებერვალს დაიჭირეს ნიკა მელია, შემდეგ ჩვენი დასავლელი პარტიორები ჩაერთნენ ამ პროცესში, მთელმა დასავლეთმა გაიგო, რა ტიპის კრიზისი იყო ქვეყანაში, დასავლელი პარტიორების ძალისხმევით შედგა შეთანხმება შარ მიშელის დოკუმენტის სახელწოდებით. 31 მაისს მე მოვაწერე ხელი და ამით განვაცხადე თანხმობა პარლამენტში საქმიანობაზე. აქედან გამომდინარე, ავიღე პასუხისმგელობა პარლამენტში საქმიანობაზე. მიამჩნია, რომ არსით სარჩელი საფუძვლიანი და დასაბუთებელი იყო, მაგრამ თანამშრომლობის წესები მოითხოვდა, ხელი მომეწერა და შემოვსულიყავი პარლამენტში, ამიტომ პარლამენტში შემოსვლის შემდეგ ის აზრს კარგავდა, არ იყო გონივრული ამ დავის გაგრძელება, შესაბამისად, გამოვიტანე“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

საკონსტიტუციო სასამართლოში დავას განაგრძობენ ზურაბ ჯაფარიძე და ელენე ხოშტარია.