თამაზ მეჭიაური გარდაიცვალა

პუბლიკა

თიანეთის ყოფილი მერი და ყოფილი პარლამენტარი, თამაზ მეჭიაური გარდაიცვალა. ამის შესახებ, პოლიტიკოსის შვილი, ზაზა მეჭიაური სოციალურ ქსელში წერს.

მას რამდენიმე კვირის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა. ის მკურნალობის კურსს თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადიოდა.