„ტაში ქართულ ჯარს“ | „ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივა 26 მაისს

პუბლიკა

პარტია „ქართული ოცნება“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით, 26 მაისს, 00:01 საათზე მთელ საქართველოში გაიმართება აქცია – „ტაში ქართულ ჯარს”.

„კორპუსებისა და სახლების აივნებიდან და ფანჯრებიდან, გთხოვთ, 1 წუთის განმავლობაში ტაშის დაკვრით მადლობა გადავუხადოთ ქართველ სამხედროებს“, – ამბობენ პარტიაში.

„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, კამპანია თავდაცვის ძალების 30 წლის იუბილესა და დამოუკიდებლობის დღეს ეძღვნება.