„თბილისი პრაიდი“ 17 მაისს ონლაინაქციას მართავს - სწორედ ახლაა ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლის დრო

პუბლიკა

ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასთან და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, 17 მაისს, „თბილისი პრაიდი“ ონლაინდემონსტრაციას მართავს. ის საღამოს 18:00 საათზე დაიწყება.

განცხადებაში წერია, რომ ლგბტქი თემის წევრები, აქტივისტები, მხარდამჭერები, პოლიტიკოსები, რელიგიური ლიდერები, ხელისუფლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ისაუბრებენ ქვიართემის წინაშე არსებულ გამოწვევებზე:

„როგორ ვცოცხლობთ იზოლაციაში? როგორ შეეხო კომენდანტის საათი თემის ყველაზე მოწყვლად ნაწილს და როგორ ამძაფრებს ის ჰომოფობიური ძალადობის საფრთხეს? როგორ უმკლავდებიან უმუშევრობასა და კარანტინის გამო წარმოქმნილ სხვა პრობლემებს თემის წევრები ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ? საკმარისია ხელისუფლების პასუხი? როგორ ვებრძოლოთ ჰომოფობიას იზოლაციაში, სოციალურ დისტანციაზე? 17 მაისი – ოჯახის სიწმინდის დღე? ეკლესია და სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საკითხები“, – ნათქვამია „თბილისი პრაიდის“ განცხადებაში.

გადადით ბმულზე და ნახეთ ღონისძიების აღწერის სრული ტექსტი.