თბილისის მერიის ფეისბუქგვერდზე ქართველი მომღერლების ონლაინკონცერტები გაიმართება

პუბლიკა

სხვადასხვა ჟანრის მუსიკოსები თუ მომღერლები, თბილისის მერიის ფეისბუქგვერდზე ონლაინკონცერტებს გამართავენ.

ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ  განაცხადა. მისი თქმით, დღეიდან, 22:00 საათზე, თბილისის მერიის ფეისბუქგვერდზე ყველასთვის საყვარელი მუსიკოსები და მომღერლები შეიკრიბებიან.

„დღეს ყველანი დაძაბულები ვართ. რთული მდგომარეობაა. ბევრი პროექტი ხორციელდება. ვეხმარებით, ხელს ვუწყობთ ყველა იმ ადამიანს, ყველა იმ ოჯახს, ვისაც დღეს ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენი თანადგომა და მხარდაჭერა. ამასთან, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ რთულ ვითარებაში ადამიანებს ცოტათი მაინც შევუმსუბუქოთ არსებული მდგომარეობა და გავახალისოთ, გაგამხნევოთ ქართული სიმღერით.  მოწოდება –დარჩი სახლში, რა თქმა უნდა, ძალაშია. დარჩით სახლში – ჩვენ ვიწყებთ ძალიან მაგარ პროექტს #უსმინეთბილისს. თქვენ სახლიდან გაუსვლელად გექნებათ შესაძლებლობა, მოუსმინოთ ცნობილ ქართველ მომღერლებს, რომლებიც მუსიკალურ ნომრებს თქვენთვის შეასრულებენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

LB loan image desktop LB loan image mobile