თბილისის საკრებულომ ორი ახალი წევრის, მიხეილ მესხისა და ბორია ფირცხელიანის უფლებამოსილება ცნო

პუბლიკა

თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, დღევანდელ სხდომაზე წარმომადგენლობითი ორგანოს ახალი წევრების მიხეილ მესხის და ბორია ფირცხელიანის უფლებამოსილების ცნობას მხარი დაუჭირეს.

საკრებულოს ცნობით, დღევანდელ სხდომაზე ასევე საკრებულოს წევრებმა „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის  დამტკიცების შესახებ“  საკრებულო  დადგენილებაში ცვლილებები და რამდენიმე მისამართზე განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტები დაამტკიცეს.  საკითხები წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებს სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ  წარუდგინა.