სოფელ დიღომში ახალი კლასტერი გვაქვს, დაბადების დღეზე კლასელები შეიკრიბნენ - გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორაციით, თბილისში, სოფელ დიღომში კორონავირუსით ინფიცირებულთა ახალი კლასტერი ჩამოყალიბდა.

„გვაქვს თბილისში კლასტერი, სოფელ დიღომში. როგორც მე მაქვს ინფორმაცია, ეს იყო დაბადების დღესთან დაკავშირებული. კლასელები, ოღონდ არა ახალგაზრდები, შეიკრიბნენ, შესაბამისად, მოხდა ინფიცირება. მათი ყველა კონტაქტი გამოკვლეულია, თვითონ ესენიც გამოკვლეულები არიან და სტაბილიზირებულია ვითარება ამ ეტაპზე“, – აღნიშნა გამყრელიძემ.


დღეს საქართველოში კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. დღესვე ცნობილი გახდა, რომ ქვეყანაში კიდევ 3 ადამიანი გარდაიცვალა.

stopcov.ge-ზე განახლებული მონაცემები ასეთი:

• კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 3913;
• მათ შორის გამოჯანმრთელებული – 1 574;
• მათ შორის გარდაცვლილი – 23;
• კარანტინის რეჟიმში – 4 988;
• სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836;
• უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41;