თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს

პუბლიკა

თბილისში, საბურთალოს რაიონში, ქავთარაძის ქუჩაზე,  სპეცოპერაცია მიმდინარეობს. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

“პუბლიკას” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს, რომ ღონისძიებას სუს-ი ატარებს, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე უწყებაში არ ამბობენ რას უკავშირდება სპეცოპერაცია.