თუ ჩემი პოზიცია ვინმეს ხმის მოცემას გადააფიქრებინებს, ნუ მომცემს - მელია ლგბტ ადამიანების უფლებებზე

პუბლიკა

„ვაღიარებ, გუშინ არ გამიკეთებია  მხარდამჭერი განცხადება, და უნდა გამეკეთებინა“. – თქვა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ „TV პირველთან“ საუბრისას.

ის ამბობს, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება, იყოს თანასწორი.

მისი თქმით, ყველანაირი ადამიანი უნდა ვაღიაროთ თანასწორად, იქნება ეს ლგბტ თემის წარმომადგენელი თუ სხვა – „ეს ორჯერ ორი ოთხია“.

„თუ კი ჩემი განცხადება რომელიმე პოტენციურ ამომრჩეველს გადააფიქრებინებს ჩემთვის ხმის მოცემას, ნუ მომცემს. მე მიმაჩნია, რომ არ მჭირდება ისეთი ამომრჩევლის ხმა, რომელიც მზადაა, თავი გაუჩეჩქვოს რომელიმე თანამოქალაქეს, იმიტომ, რომ ის განსხვავებულია.

შეიძლება ვინმეს ჩემი თავის ვარცხნილობა არ მოეწონოს და ამიტომ უნდა დამგმოს?“ – თქვა მელიამ.