თუ მანდატი იმავე სქესით არ ჩანაცვლდა, ეს მანდატი გაუქმდეს - წილოსანის ინიციატივა

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა გირჩის საარჩევნო სიით გასული დეპუტატის, სალომე მუჯირის სადეპუტატო მანდატის ვადაზე ადრე შეწყვეტას.

გირჩს საპარლამენტო სიის ნაწილი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში უკვე ჩახსნილი აქვს, ამიტომ სალომე მუჯირის ადგილს პარლამენტში, ნაცვლად იმავე სქესის დეპუტატისა, ალექსანდრე რაქვიაშვილი დაიკავებს.

ამასთან დაკავშირებით უმრავლესობის დეპუტატმა და გენდერული საბჭოს წევრმა ნინო წილოსანმა საარჩევნო კანონმდებლობის განხილვის დროს ისაუბრა.

„ჩვენ უკვე ვიხილეთ კონსტიტუციით გამყრებული და კანონით გარანტირებული ქალების მონაწილეობა საკანონმდებლო ორგანოში მოხერხდა და უგულებელყოფილი იქნა  ერთი მხრივ, სიის ჩახსნით და მეორე მხრივ ქალი დეპუტატის მიერ მანდატზე უარის თქმით. ეს რაღაც გამოსავალი იქნა მოძებილი.

გენდერული საბჭოს შუამდგომლობით და სამუშაო ჯგუფის თხოვნით გთავაზობთ ცვლილებებს საარჩევნო კოდექსში, რომელიც  გამორიცხავს კანონის პრინციპების გვერდით ავლას და იმ შემთხვევაში, თუ კვოტირების მუხლით გათვალისწინებული მანდატი იგივე სქესით არ ჩანაცვლდა, აღნიშნული მანდატი გაუქმებულად ჩაითვალოს.

მე როგორც ვიცი, საკომიტეტო განხილვების დროსაც იყო საუბარი, როგორც ვიცი და რახან ერთ გუნდს წარმოვადგენთ, კვოტირების ინიციატივა  „ქართული ოცნების“ გუნდის მიღწევა იყო და  მონაპოვარი. იმედი მაქვს, კანონის გვერდის ავლის საწინააღმდეგო მექანიზმს გავითვალისწინებთ“, – განაცხადა წილოსანმა.