თუ მელია არ დაეთანხმება ამნისტიას, მოუწევს სასამართლოს დალოდება - ქადაგიშვილი

პუბლიკა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი „რუსთავი 2-თან“ საუბარში ამბობს, რომ თუ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია არ დაეთანხმება ამნისტიის კანონს, მაშინ მას მოუწევს, დაელოდოს სასამართლო განაჩენს.

„ჩვენ ვალდებულება გვაქვს ხელშეკრულებით აღებული ყველა ხელისმომწერ პარტიას თუ პირს, რომ 20 ივნისის ამნისტიასთან დაკავშირებით მივიღოთ გადაწყვეტილება და ეს კანონი იქნება მიღებული. თუ მელია ამას არ დაეთანხმება, მაშინ მას მოუწევს დალოდება სასამართლოსი.

თუ ადამიანს არ უნდა გარეთ გამოსვლა და ის არის მძევალი თავისი პოლიტიკური დღის წესრიგისა, რომელიც არის დამყარებული დესტრუქციაზე, რა გავაკეთოთ ჩვენ? ალბათ, კიდევ ერთი სპეცოპერაცია დაგვჭირდება ციხიდან გამოსაყვანად,” – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.