თუ სააკაშვილი თვითმმართველობის არჩევნებშიც ჩაერევა, ეს უკრაინელ პარტნიორებთან განხილვის თემა ისევ გახდება – ზალკალიანი

პუბლიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, თუ ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, თვითმმართველობის არჩევნებშიც ჩაერევა, ეს უკრაინელ პარტნიორებთან განხილვის თემა ისევ გახდება. ამის შესახებ ზალკალიანმა ჟურნალისტებს შეკითხვის პასუხად განუცხადა.

„მათი პოზიციაა, რომ ის არ ახდენს გავლენას უკრაინის პოლიტიკის ფორმირებაზე საქართველოსთან მიმართებაში. მას არ აქვს აღმასრულებელ ხელისუფლებაში ის თანამდებობა, როგორსაც ცდილობდნენ, რომ წარმოეჩინათ, აქვს მხოლოდ მრჩევლის ფუნქცია. ჩვენთვის მთავარია, არ იყოს ჩვენი კანონმდებლობის დარღვევა“, – აცხადებს ზალკალიანი.