„ტვიტებში“ ისიც რომ აღნიშნულიყო, რომ ისრაელს აქვს თავდაცვის უფლება, უფრო ბედნიერი ვიქნებოდით - ისრაელის ელჩი

პუბლიკა

რან გიდორი, ისრაელის ელჩი საქართველოში „რადიო თავისუფლებასთან“ „დილის საუბრებში“ ამბობს, რომ კმაყოფილია საქართველოსგან მიღებული მხარდაჭერით, თუმცა, მისი თქმით, უმჯობესი იქნებოდა, თუ ირაკლი ღარიბაშვილისა და დავით ზალკალიანის ტვიტებში ხაზგასმული იქნებოდა ისრაელის თავდაცვის უფლება.

„შესაბამის ტვიტებში ასევე აღნიშნული რომ ყოფილიყო, რომ საერთაშორისო სამართლით ისრაელს აქვს თავდაცვის უფლება, ჩვენ კიდევ უფრო ბედნიერი ვიქნებოდით, მაგრამ ისიც გვესმის, რომ საქართველოს აქვს თავისი საგარეო ინტერესები, რეგიონული პოლიტიკური ინტერესები და ჩვენ ძალიან კმაყოფილი ვართ იმ მხარდაჭერით, რომელიც ამ დრომდე მივიღეთ საქართველოსგან“, – განაცხადა ისრაელის ელჩმა საქართველოში რან გიდორმა.