თვითიზოლაციის წესების დამრღვევებზე რეაგირება გამკაცრდება

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტების კითხვაზე, რამდენად საკმარისია მოქალაქეთა თვითშეგნებაზე დაყრდნობა, როცა საკითხი თვითიზოლაციას ეხება, უპასუხა, რომ წესების გამკაცრების საჭიროებას ხედავს.

კითხვა ასევე ეხებოდა ბიზნესის ნაწილსაც, მათ შორის სათამაში ბიზნესს, რომელიც განაგრძობს ფუნქციონირებას.

“რეკომენდაციები, რომელსაც მთავრობა გასცემს, უნდა გახდეს სავალდებულო, და მათი აღსრულება აუცილებელია. სანქციების და ჯარიმების მიმართულებით კონკრეტული გადაწყვეტილებები გვექნება ხვალ”. – თქვა გიორგი გახარიამ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის გავრცელების სურათი ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 34
  • კარანტინის რეჟიმში – 1008
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 64