უცხოელ სტუდენტებს, რომლებიც მხოლოდ ონლაინრეჟიმში სწავლობენ, აშშ-ის დატოვება მოუწევთ

ამერიკის საიმიგრაციო დეპარტამენტის განცხადებით, უცხოელ სტუდენტებს, რომლებსაც მასპინძელი უნივერსიტეტი წლის ბოლომდე მხოლოდ ონლიანრეჟიმში შესთავაზებს სწავლებას, ქვეყნის დატოვება მოუწევთ. სტუდენტები, რომლებიც ხსენებულ გადაწყვეტილებას არ დაემორჩილებიან,, დეპორტაცია ემუქრებათ.

F-1 და M-1 ვიზის მქონე სტუდენტებმა, რომლებიც მსგავს სიტუაციაში იმყოფებიან, „უნდა დატოვონ ქვეყნის ტერიტორია ან მიიღონ სხვა ზომები, მაგალითად, გადაინაცვლონ ისეთ სასწავლებელში, რომელიც მათ პირისპირ სწავლების ფორმასაც შესთავაზებს“, – წერია საიმიგრაციო დეპარტამენტის განცხადებაში.

ამერიკის შეერთებული შტატების მრავალმა უნივერსიტეტმა, მათ შორის ჰარვარდმა, უკვე განაცხადა, რომ 2020 წლის ბოლომდე სტუდენტებს მხოლოდ ონლაინრეჟიმში შესთავაზებს სწავლებას.

მიგრაციის პოლიტიკის ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, ამ კატეგორიების ვიზით მარტო 2012 წლის გაზაფხულის სემესტრში ამერიკულ სასწავლებლებში  1,2 მილიონი სტუდენტია ჩარიცხული.

გამოცემა Forbes-ის ცნობით, 2017-2018 წლებში ამერიკის უმაღლეს სასწავლებლებში საბაკალავრო და უფრო მაღალ აკადემიურ საფეხურებზე ჩარიცხული ქართველი სტუდენტების საერთო რაოდენობა 597-ს შეადგენდა.