უკრაინაში საქართველოს ელჩი დაბრუნდა

პუბლიკა

საქართველომ უკრაინიდან „კონსულტაციებისთვის“ გამოწვეული ელჩი კიევში დააბრუნა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თეიმურაზ შარაშენიძე უკრაინაში 21 აპრილს დაბრუნდა, სადაც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრო კულებას და მინისტრის მოადგილეს, ვასილ ბოდნარს შეხვდა.

საქართველოს ხელისუფლებამ ელჩი დონბასში სიტუაციის ესკალაციის ფონზე მიიღო. ბოლო პერიოდში საკონტაქტო ხაზზე სროლამ იმატა, რუსეთი კი უკრაინის საზღვრებთან და ანექსირებულ ყირიმში დიდი რაოდენობით ჯარსა და სამხედრო ტექნიკას უყრის თავს. უკრაინის ხელისუფლება შიშობს, რომ რუსეთის ხელისუფლება ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების დასაწყებად ემზადება უკრაინის წინააღმდეგ.

თეიმურაზ შარაშენიძე კიევიდან საქართველოს ხელისუფლებამ 2020 წლის 8 მაისს „კონსულტაციისთვის“ გამოიწვია, მას შემდეგ, რაც კიევში საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშნეს.