უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია საკრებულოს ოპოზიციამაც შეიმუშავა

პუბლიკა

თბილისის საკრებულოს ოპოზიციის წარმომადგენელმა წევრებმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია შეიმუშავეს.

როგორც რეზოლუციის ტექსტშია ნათქვამი, ისინი თავისუფლებისთვის ბრძოლაში უპირობო მხარდაჭერასა და თანადგომას უცხადებენ უკრაინას.

„ჩვენ, თბილისის საკრებულოს წევრები, განურჩევლად პოლიტიკური შეხედეულებისა, საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორს, მხარდამჭერსა და მეგობარ სახელმწიფოს – ჩვენს საერთო ოკუპანტთან თავისუფლებისტვის ბრძოლაში უპირობო მხარდაჭერასა და თანადგომას ვუცხადებთ. კიევი თბილისთან დაძმობილებული ქალაქის და ის არცერთ მხარეს არასდროს დაგვვიწყებია.

ჩვენ მხარს ვუწერთ უკრაინის ტერიტორიულ მთიანობასა და სუვერენიტეტს, უკრაინელი ხალხის სურვილსა და თავისუფალ არჩევანს – გაწევრიანდეს ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსსა და ნებისმიერ სხვა საერთასორისო ორგანიზაციაში ვუცხადებთ მხარდაჭერას, რადგან ეს მათი სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი ინტერესია“,- ვკითხულობთ რეზოლუციის ტექსტში.