უნებლიეთ ვფიქრობ, შეცდომით ხომ არ ავირჩიეთ ევროატლანტიკური გზა? – ეპისკოპოსი ანტონი

პუბლიკა

„ჩვენი დედა ეკლესიისადმი მტრულად განწყობილნი ძალები ფინანსდებიან და მათ მხარს უჭერს ევროპა და ამერიკა. ეს ძალები ასევე აქტიურად არიან ჩართული ლგპტ-ების (სტილი დაცულია) მხარდასაჭერ ღონისძიებების ჩატარებებში და მრავალი სხვა“. – ამბობს ვანისა და ბაღდათის ეპისკოპოსი ანტონი.

„შემდეგ გიკვირთ ეკლესიისაგან ევროპისა და ამერიკის დემონიზაცია – ამბობს ეპისკოპოსი – უნებლიეთ ფიქრობ, რომ კომუნისტური მარწუხებისაგან გათავისუფლებულებმა და ეიფორიაში მყოფებმა, ალერსით გაბრუებულებმა და საკენკით მიტყუებულებმა, შეცდომით ხომ არ ავირჩიეთ ევროატლანტიკური გზა, რადგან ეს გზა ჩვენი ლანძღვა გინების, დისკრედიტიზაციის, და მომავალი თაობების ეკლესიისადმი ზიზღით აღზრდისკენაა მიმართული“.

„ნუ გვაფიქრებინებთ, რომ თვალახელილებმა ხელახლა გადავსინჯოთ ჩვენი ქვეყნის მომავალი… შევაგროვოთ ხელმოწერები და მოვითხოვოთ რეფერენდუმი, გვინდა, თუ არა იმ ღირებებულებითა და ფასეულობებთ ცხოვრება, სადაც ეკლესიის სიძულვილი, ტრადიციებისა და ოჯახობრივი სიწმიდეების უგულელყოფაა…” – ამბობს ეპისკოპოსი.

___________________

დასავლეთისკენ სწრაფვა საქართველოს მოქალაქეებმა რეფერენდუმით გამოხატეს და ეს სწრაფვა კონსტიტუციაშიცაა ასახული.