USAID საქართველოსთვის მომდევნო 5 წლის განმავლობაში 330 მლნ აშშ დოლარს გამოყოფს - დეგნანი

პუბლიკა

„ძალიან გვახარებს ახალი პროგრამა, ახალი ფაზა ჩვენს ურთიერთობაში, რომელიც ეფუძნება იმ წინსვლას, რომელსაც საქართველომ უკვე მიაღწია დემოკრატიული ინსტიტუტების, საბაზრო ეკონომიკის განვითარებისa და ევროატლანტიკურ სივრცეში კიდევ უფრო მეტად ინტეგრაციის კუთხით“, – განაცხადა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის საგრანტო შეთანხმების „საქართველოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობისათვის“ ხელმოწერის ცერემონიაზე.

 „საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დირექტორი და ფინანსთა მინისტრი ხელს მოაწერენ ახალ საგრანტო შეთანხმებას, რომელიც შესაძლებელს გახდის, რომ ამერიკელმა ხალხმა, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საშუალებით, 330 მლნ აშშ დოლარი გამოყოს მომდევნო 5 წლის განმავლობაში საქართველოს მდგრადი განვითარებისთვის. ეს არის ჩვენი ერთობლივი ფასეულობების დამამტკიცებელი მხარდაჭერა და პროგრამა განვითარებისთვის. ის გააძლიერებს საქართველოს მედეგობას და გამძლეობას გარედან მომდინარე საზიანო ეფექტებისგან, გააძლიერებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ძლიერ ეკონომიკურ ზრდას და ახალი სამუშაო ადგილების შესაძლებლობას შექმნის მთელ ქვეყანაში. ეს დახმარება ბევრი მიმართულებით შექმნის შესაძლებლობებს“, – განაცხადა დეგნანმა.