„უსიამოვნოა, როდესაც პირადი ცხოვრების უფლება ირღვევა პარლამენტის კედლებში“ - წერილი თალაკვაძეს

პუბლიკა

6 ევროპარლამენტარი: ვიოლა ფონ, კრამონი სვენ მიქსერი, ანდრიუს კუბილიუსი, მარკეტა გრეგოროვა, მიხაელ გალერი და პეტრას ოსტრავიჩიუსი არჩილ თალაკვაძის სახელზე ღია წერილს ავრცელებენ. წერილი კრამონის ოფიციალურ გვერდზეა განთავსებული.

ევროპარლამენტარები თალაკვაძისთვის გაგზავნილ წერილში პარლამენტში ადამიანის პირადი ცხოვრების ფუნდამენტური უფლების დარღვევაზე ამახვილებენ ყურადღებას. სავარაუდოდ, ისინი თეა წულუკიანის მიერ საჯარო ტრიბუნიდან ნიკა გვარამიას პირადი ტელეფონის ნომრის გამოცხადების ფაქტს გულისხმობენ.

„ამის გათვალისწინებით, სამწუხაროა, ძალიან უსიამოვნოა და არაეთიკურია, როდესაც პირადი ცხოვრების ფუნდამენტური უფლება გაუფრთხილებლად ირღვევა თქვენი დაწესებულების კედლებში. თანაბრად სამწუხაროა და უბრალოდ ცუდი ტონია, როდესაც ევროკავშირის ელჩის მიერ მოვლენების ზუსტ შეფასებას თქვენი კოლეგების მხრიდან მოჰყვება ახსნა-განმარტების მოთხოვნა.

ელჩი ჰარცელი, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში არ ზოგავდა ძალისხმევას, რათა საქართველოს ჰქონოდა მოქმედი, პლურალისტური და დემოკრატიული პარლამენტი, არ გამოხატავს მხოლოდ „მის პირად აზრს”, არამედ გამოხატავს ევროკავშირის იმ ფუნდამენტურ ფასეულობებს, რომლებისკენაც, წესით, თვენი ქვეყანაც ისწრაფის”.

წერილის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.