ვამაყობ, რომ არც ერთმა კინოთეატრმა არ დაიხია უკან - ლევან აკინი

პუბლიკა

ქართულ-შვედური ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” რეჟისორი ლევან აკინი რამდენიმე საათის წინ Instagram-ზე გუშინდელ პრემიერას გამოეხმაურა.  როგორც ის წერს, ამაყობს, რომ არცერთმა კინოთეატრმა არ დაიხია უკან და არ გააუქმა ჩვენება.

„ქართველმა მაყურებელმა საბოლოოდ ნახა ეს ფილმი. ეს ბრძოლა დასასრულიდან შორსაა. მე ძალიან შთაგონებული ვარ ყველა მამაცი მაყურებლით, ვინც მყარად იდგა და არ შეშინდა”,- წერს ლევან აკინი.

გუშინ საქართველოს კინოთეატრებში ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა შედგა. ჰომოფობიურად განწყობილმა ჯგუფებმა ფილმის ჩვენება გააპროტესტეს და კინოთეატრებთან აქცია გამართეს. ისინი პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობდნენ, კინოთეატრში შესვლას და ჩვენების ჩაშლას. შსს-ს ინფორმაციიით, სულ ბათუმსა და თბილისში გამართულ აქციაზე 28 პირი დააკავეს, დაშავდა რამდენიმე მოქალაქე და აქტივისტი, ასევე 2 პოლიციელი.