ველით, რომ სათანადოდ იქნება დაფასებული ჩვენი პროგრესი - ღარიბაშვილი NATO-ს სამიტზე

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან დაკავშირებით, საქართველო ყველა შეთანხმებას და ვალდებულებას პირნათლად ასრულებს და მოლოდინი აქვს, რომ NATO-ს სამიტზე ეს სათანადოდ იქნება ასახული და დაფასებული.

„ჩვენ ჩვენი მხრივ ყველა ვალდებულებას პირნათლად ვასრულებთ, ის რაც არის განსაზღვრული წინა NATO-ს სამიტების დეკლარაციებში თუ მიღებულ შეთანხმებებში – ყველა შეთანხმებას და ვალდებულებას საქართველო პირნათლად ასრულებს. ჩვენ მოველით, რომ ეს სათანადოდ იქნება ასახული და დაფასებული“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ბრიუსელში NATO-ს სამიტი ხვალ, 14 ივნისს გაიმართება. დაგეგმილია, რომ სამიტზე სხვა საკითხებს შორის, საქართველოზეც ისაუბრებენ.