ვენაში ვარ ჯანმოს თათბირზე, კოლეგებმა მითხრეს, შნიცელებს არავინ იმარაგებსო – იმნაძე

ვასკა მათითაიშვილი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე ვენაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თათბირზე იმყოფება. ამის შესახებ იმნაძე თავის Facebook-გვერდზე წერს.

„ვენაში ვარ ჯანმოს თათბირზე First meeting of the European Region Laboratory Task Force for High Threat Pathogens. ვიცი საქართველოში რაც ხდება. აქ ვენაში, 2 შემთხვევაა უკვე და ჩრდილოეთ იტალია სულ ახლოა.

ნიღბიანი არავინ მინახავს, აეროპორტშიც კი. ქალაქში ვერ გავედი, მაგრამ, კოლეგებმა მითხრეს სრული სიმშვიდეა და შნიცელებს არავინ იმარაგებსო.

ხო, ყველა ცოტა გაკვირვებულიც იყო ჩვენი მზადყოფნით და ოპერატიული ქმედებებით. კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა სიმშვიდის და სოლიდარობის მნიშვნელობას ასეთ დროს. პ.ს. ნიღბები მთელ ევროპაში დეფიციტშიაო, თუმცა მათი გამოყენება მოსახლეობისათვის პირველი რჩევა ნამდვილად არ არის. ხელების ხშირი დაბანა ანუ ხელების დეზინფექციაა მთავარიო“, – წერს იმნაძე.