ვგეგმავთ, კონტაქტების მოძიებისთვის თანამედროვე ტექნოლოგიები ჩავრთოთ – ტიკარაძე

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ დღეს ბრიფინგზე აღნიშნა, რომ სამინისტროს დაგეგმილი აქვს კოვიდპაციენტის კონტაქტების მოძიებაში თანამედროვე ტექნოლოგიების ჩართვა.

„ჩვენ გავაძლიერეთ ეპიდემიოლოგების ჯგუფი, რის შედეგადაც კონტაქტებს მოვიძიებთ არაუგვიანეს 24 საათისა და ასევე ვგეგმავთ, მეტად უფრო დავხვეწოთ და ჩავრთოთ [კონტაქტების] მოძიების ეფექტიანობაში სხვადასხვა პროგრამა და თანამედროვე ტექნოლოგიები“, – აღნიშნა ტიკარაძემ.