ვინ არიან გახარიას პარტიის პოლიტსაბჭოს წევრები - სია

პუბლიკა

გიორგი გახარიამ პარტიის – საქართველოსთვის – პოლიტსაბჭოს წერვები წარადგინა.

ესენი არიან:

  • გიორგი ხოჯევანიშვილი – შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი
  • ნათია მეზვრიშვილი – მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი
  • გიორგი შარაშიძე – ჟურნალისტი
  • კახაბერ ქემოკლიძე – მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი
  • ანა ბუჩუკური – დეპუტატი
  • მიხეილ დაუშვილი – დეპუტატი
  • ბექა ლილუაშვილი – დეპუტატი
  • ალექსანდრე მოწერალია – სამეგრელოს ყოფილი გუბერნატორი
  • ბერდია სიჭინავა – უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილე
  • შალვა კერესელიძე – მცხეთა – მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი
  • კოტე ანანიაშვილი – აჭარის პოლიციის ყოფილი უფროსი, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული პოლიტიკისა და კოორდინაციის სამსახურის უფროსად
  • გიგა ფარულავა – ზუგდიდის მერის ყოფილი მოადგილე
    გიორგი გოგუაძე
  • რუსუდან თევზაძე

პოლიტსაბჭოს წევრების გარდა, გიორგი გახარიამ სცენაზე მოუხმო მათ, ვინც მისი თქმით, “დიდი წვლილი შეიტანა პარტიის დაფუძნებაში”, ესენი არიან – ლევან დოლიძე – დიპლომატი. გიორგი აბაშიშვილი – პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი, ეკატერინე ვეფხვაძე,დავით ფარცვანია, ლაშა მარკოზაშვილი, ტატა ხვედელიანი, გიორგი კიკნაველიძე და საბა ჯიქიძე.

გიორგი გახარიამ პარტია “საქართველოსტვის” დააფუძნა. იგი ერთხმად აირჩიეს თავმჯდომარედ.

მან რამდენჯერმე გაუსვა ხაზი იმას, რომ ის და მისი პარტიის წევრები – ერთიანდებიან “საქართველოსთვის და არავის წინააღმდეგ”.

ის ამბობს, რომ არსებობს საკითხები, რაზეც პოლიტიკოსებმა ზეპარტიული პოზიცია უნდა დაიჭირონ, ისეთებზე, როგორებიცაა ოკუპაციის საკითხი ან ევროატლანტიკური ინტერგაცია.

მისი თქმით საქართველოს პოლიტიკურ კლასსი დაპირებების შესრულების დეფიციტია და სწორედ ამიტომ ისინი ერთიანდებიან “სიმართლისთვის და ქმედებისთვის, ქმედებისთვის და სიმართლისთვის.”