ვირუსის გავრცელების ერთ-ერთი წყარო ფულის ბანკნოტებია - რეკომენდაციები ბანკებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ მედიასთან საუბრის ბოლოს კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით რეკომენდაციებზეც ისაუბრა. მაგ განაცხადა, რომ ვირუსის გავრცელების ერთ-ერთი წყარო ფულის ბანკნოტებია, აქედან გამომდინარე გამყრელიძემ ბანკებს მოუწოდა ანგარიშსწორების ელექტრონულად განხორციელებისაკენ.

„მე მინდა დღეს მოვუწოდო ბანკებს, გასნაკუთრებით იმ ბანკებს, რომლებიც პენსიებს ნაღდი ფულით არიგებენ. ჩინეთი მთლიანად გადავიდა ვირტუალურ ვალუტაზე. იქ ყველა ანგარიშსწორება ხორციელდება ელექტრონულად. ჩვენთანაც უნდა ვეცადოთ, რომ ანგარიშსწორებები მაქსიმალურად ელექტრონული იყოს“,- განაცხადა გამყრელიძემ.

იმ შემთხვევებში, როდესაც ნაღდი ფულით ანგარიშსწორება იქნება აუცილებელი, გამყრელიძემ მომხმარებლებს ფულთან შეხების შემდეგ, ხელის ანტისეპტიკით დამუშავებისაკენ მოუწოდა.

მისი თქმით, რაც უფრო მალევე გამოვიყენებთ მსგავს პრევენციულ მეთოდებს, მით უფრო დავიცავთ თავს.

„მინდა მივმართო ამასთან დაკავშირებით ბანკებს. ყველა ფილიალში, ბანკის ყველა განყოფილებაში იდგას ხელის დასამუშავებელი სადეზინფექციო საშუალება“,- განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, ეს რეკომენდაციები გათვლილია ისევე როგორც ბანკის თანამშრომლებზე, ასევე მომხმარებლებზე, რომლებსაც ნაღდ ფულთან უწევთ შეხება.

გადადით ბმულზე, გახდით ჯგუფის წევრი და თვალი ადევნეთ გადამოწმებულ ახალ ამბებს კორონავირუსის შესახებ.