წალენჯიხაში საკრებულოც ოპოზიციური იქნება | გადათვლას სურათი არ შეუცვლია

პუბლიკა

შერჩევის პრინციპით, ცესკომ უბნების გადათვლა დაასრულა.  ჯამში, 201 უბნის მონაცემი გადაითვალა, რასაც,  ცესკოს ინფორმაციით, მეორე ტურის წინასწარ შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია. გადათვლის შემდეგ სურათი არ შეცვლილა არც წალენჯიხაში. არჩევნების შედეგებით, წალენჯიხის საკრებულოში უმრავლესობა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებით იქნება დაკომპლექტებული. აღნიშნული ინფორმაცია „პუბლიკას“ წალენჯიხაში საოლქო კომისიის თავმჯდომარემ, ანა მიქავამ დაუდასტურა.

წალენჯიხა

წალენჯიხაში მეორე ტური ხუთ მაჟორიტარულ ოლქში გაიმართა. მეორე ტურის წინასწარი შედეგებით, წალენჯიხის საკრებულოში მანდატები ასე ნაწილდება:

  • „ქართული ოცნება“ – 11 მანდატი;
  • „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ — 11 მანდატი;
  • „საქართველოსთვის“ — 4 მანდატი; [ნანა ლემონჯავამ პარტია დატოვა და დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით განაგრძენობს საქმიანობას.]
  • „ლელო“ — 1 მანდატი.

წალენჯიხის მერობის არჩევნებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა, გიორგი ხარჩილავამ გაიმარჯვა.