წამალი, რომელიც ჩინეთმა ავადმყოფების დიდ ჯგუფზე წარმატებით გამოიყენა, საქართველოს გადმოეცემა

პუბლიკა

წამალი, რომელიც კომპანია “გილეადის” მიერ 2015 წელს ებოლას ვირუსთან ბრძოლისთვის შეიქმნა საქართველოს გადმოეცემა და ექიმები პრეპარატს გარკვეული შემთხვევების მკურნალობისთვის გამოიყენებენ. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ ტვ “პირველის” ეთერში განაცხადა. მისი თქმით, წამალი ჩინეთმა პაციენტების დიდ რაოდენობაზე წარმატებით გამოცადა.

„სამწუხაროდ იცით, რომ ვაქცინა ჯერ არ იქნება. მიმდინარეობს გამოცდები და წლის ბოლომდე ვერ იქნება, მაგრამ ის აუცილებელია და  ვაქცინის შეიქმნება. ეს დაავადება ორ ან სამ თვეში არ ჩაივლის, თუ ჩაივლის სეზონური ვირუსის ხასიათი შეიძლება მიიღოს, მაგრამ ვაქცინა აუცილებელია. ამ ეტაპზე ატიოტროპული პრეპარატი ზუსტად ამ ვირუსზე, რომელიც მოქმედებს, ჯერ არაა. ჩინეთში გამოიცადა რამდენიმე – შიდსის საწინააღმდეგო [ანტირეტროვირუსული], რომელმაც მოგვცა ეფექტი. გამოიცადა ჩვეულებრივი ანტივირუსული პრეპარატები, ეს იქნება ინტერფერონი და ა.შ. მათ შორის ის, რომელიც დასახელდა გილეადის მიერ შექმნილი. გილეადმა ეს 2015 ში ებოლას ვირუსის დროს შექმნა. ეს წამალი ჩინეთმა წარმატებით გამოიყენა ავადმყოფების დიდ ჯგუფზე, ის დამტკიცებულია ჩინეთის მარეგულირებელი ორგანოების მიერ, თუმცა ყველაზე ძლიერ მარეგულირებლებს [ამერიკის და ევროპის წამლის ადმინისტრაცია] ჯერ მათ არ დაუმტკიცებიათ და გაიდლაინებში შეტანილი არაა, თუმცა სარეზერვოდ ის სასურველია, რომ იყოს ქვეყანაში. მე პირადად მქონდა 5 დღის წინ გილეადთან საუბარი და, როგორც ვიცი, მათ მიგვითითეს, სად უნდა მიგვეწერა. მინისტრის დონიდან გაიგზავნა წერილი კომპანიასთან, რომ ეს წამალი საქართველოს გადმოეცემა და გამოვიყენებთ გარკვეული ჩვენებებისთვის”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.