„წინასწარ აქვთ ხელფასი გადახდილი და ის უნდა ამოტრიალდეს?“ - ზილფიმიანი აქტივისტებზე

პუბლიკა

„ევროპელი სოციალისტების“ ლიდერმა, დეპუტატმა დავით ზილფიმიანმა საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას ხელმოწერილი შეთანხმების შესრულებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გასაგებია თუკი ვინმეს პარლამენტში შესვლა არ სურდეს, მაგრამ „დესტრუქცია“ მისთვის მიუღებელია. მან ყურადღება „ნაცფარაონების“ მითითებებზე გაამახვილა.

„ასე თუ ისე ეს საქმეები მიდის, თუ არ გამოვა, ხომ ისედაც პროტესტი იქნება და მგონი, ეს თვითონ უმრავლესობასაც არ უნდა. რას ემსახურება ის მითითებები, რომლებიც ვთქვათ უცხოეთიდან მოდის, როგორც მე ვეძახი ხოლმე, ბოროტების ენით არ ვამბობ, მაგრამ ეს ნაცფარაონების მითითებები… რომ გაგრძელდეს ეს დესტრუქციული… იგივე პარლამენტის წინ… რაღა ფუნქცია აქვთ, წინასწარ აქვთ რამე ხელფასი გადახდილი და ის უნდა ამოტრიალდეს თუ რა? ეს ბავშვები ცოდონი არიან, დაისვენონ და თუ რაღაცა არ გაკეთდება ამ ხელმოწერის მერე, მერე კი ბატონო… ეს ხომ ამასთან ერთად ისიც არის, რომ გაფაციცებით გვიყურებს მთელი საერთაშორისო საზოგადოება. გასაგებია, რომ შეიძლება ვიღაცას არ უნდოდეს შემოსვლა, მაგრამ ეს დესტრუქციული მითითებები ცოტა ავირიდოთ, რით ვერ გაშორდა ზოგიერთი, გამოთქმისა არ იყოს, იმ ქვას, ყვავილები რომ ეყარა ზედ. ვერ მოეშვნენ ამ მითითებებს ზევიდან [სტილი დაცულია]“, – განაცხადა დეპუტატმა.