ზარქუა: მოცემულ სიტუციაში მგონია, რომ მატჩის ჩატარება მიზანშეწონილი არ არის

პუბლიკა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას ინფორმაციით, შესაძლოა, საქართველო-რუსეთის რაგბის მატჩი არ ჩატარდეს.

„მგონია, რომ ალბათ, საქართველო-რუსეთის რაგბის მატჩი არ ჩატარდება. ამ საკითხზე ოფიციალური განცხადება გაკეთდება, მოვლენებს ნუ დავასწრებთ. შესაბამისი სტრუქტურები გააკეთებენ განცხადებას. მოცემულ სიტუციაში მგონია, რომ მატჩის ჩატარება მიზანშეწონილი არ არის“, – განაცხადა ზარქუამ.

“პუბლიკა” დაუკავშირდა საქართველოს რაგბის კავშირს, სადაც განგვიცხადეს, რომ ეროვნული კავშირი თამაშის გაუქმებაზე გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს და ეს ევროპული რაგბის კავშირის პრეროგატივაა.

გაჩნდა ასევე პეტიციაც, სადაც მოქალაქეები ითხოვენ გაქუმდეს საქართველო-რუსეთის რაგბის მატჩი.

საქართველოს სარაგბო ნაკრები რუსეთის ნაკრებთან თამაში კვირას, 18:00 საათზეა დაგეგმილი.

პუტინმა უკრაინისადმი ომის გამოცხადების შემდეგ საჰაერო იერიშთან ერთად სახმელეთო შეტევაც წამოიწყო.

„დილის 05:00 საათიდან უკრინის სახელმწიფო საზღვარი გახდა შეტევის სამიზნე რუსი ჯარისკაცების მიერ რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის ტერიტორიებიდან“, – აცხადებს სასაზღვრო სამსახური.

უწყების მტკიცებით, იერიშები მიმდინარეობს ლუჰანსკის, სუმის, ხარკოვის, ჩერნიჰოვისა და ჟიტომირის რეგიონებში, ასევე ყირიმის ოკუპირებული ნახევარკუნძულიდან. შეტევის სამიზნე უკრაინის სასაზღვრო დაცვაა.

დღეს დილიდან რუსეთმა დაიწყო საჰაერო იერიშები არაერთი ქალაქის მიმართულებით, მათ შორის, აფეთქებები ისმის კიევშიც. უკრაინის პრეზიდენტმა ბოლოდიმერ ზელენსკიმ ხალხს სიმშვიდისა და სიმტკიცისკენ მოუწოდა და საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.