ზუგდიდში მოქალაქე შვილთან ერთად მაღაზიის რიგში უდისტანციოდ დგომისთვის დააჯარიმეს

პუბლიკა

როგორც მოქალაქე ლადო აბსანძე „პუბლიკასთან“ საუბარში ჰყვება, გუშინ შვილთან ერთად სასურსათო მაღაზიაში იყო გასული, –„მაღაზიის შესასვლელთან კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა შეგვაჩერეს და იმ მოტივით, რომ ერთმანეთს შორის დისტანციას არ ვიცავდით, 3000 ლარით დამაჯარიმეს”. – გვითხრა აბსანძემ.

„რა თქმა უნდა, ამ აბსურდმა ჩემში პროტესტი გამოიწვია, (იურისტებთან გადავამოწმე, ოჯახის წევრებზე არ ვრცელდება დისტანცირების მოთხოვნა). მომიწია პატრულის გამოძახება, ასევე – გენერალური ისპექციის წარმომადგენლის. გარდა იმისა, რომ ამ პოლიციელების უკანონო ქმედებამ ზედმეტი მიმოსვლა და მოძრაობა გამოიწვია, რაც, შესაბამისად, საფრთხესაც ზრდის“, – ამბობს აბსანძე ჩვენთან საუბარში.

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს, ხოლო გუშინ  კომენდანტის საათიც ამოქმედდა. საგანგებო მდგომარეობის წესებთან დაკავშირებით ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვებზე პასუხებს გაეცანით აქ. 

პუბლიკა დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, და მათ პასუხს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.