ზურა ჯაფარიძე „საქართველო-ბელარუსის" საყურებლად საარჩევნო შეკრებას აორგანიზებს

პუბლიკა

“8 ოქტომბერს, 19.00 საათიდან, მუშტაიდის ბაღში, ჩემს მაჟორიტარულ ოლქში, მექნება ამომრჩევლებთან შეხვედრა გვექნება ეკრანი, რომელზეც მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ უყურონ საქართველო-ბელორუსის საფეხბურთო მატჩს, გელით ყველას” – წერს გაერთიანებული ოპოზციის მაჟორიტარობის კანდიდატი დიდუბე-ჩურუღეთში, ზურაბ ჯაფარიძე, ფეისბუქზე.

“პ.ს. სტადიონზე არაო, ფეხბურთიაო, და კორონააო” – ამბობს ის.
დღეს გახდა ცნობილი, რომ ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად უმნიშვნელოვანეს მატჩს, თბილისში, საქართველო ბელარუსთან მაყურებლის გარეშე ჩაატარებს. გადაწყვეტილება ფეხბურთის ფედერაციამ მიიღო იმის მიუხედავად, რომ უეფამ რეკომენდაცია მისცა მაყურებლები დისტანციის დაცვით განელაგებინა სტადიონზე.

ამასთან მთავრობის რეგულაციით, არ იკრძალება შეკრება, თუკი ის პოლიტიკურ აქტივობასთან, მაგალითად, მაჟორიტარის ამომრჩევლებთან შეხვედრასთან იქნება დაკავშირებული.

მსგავსი ინიციატივით, (დახმარების შეთავაზებით) რომ მოქალაქეებს შეკრების კანონიერებისთვის (მაგალითად დაბადების დღის აღსანიშნად) მიეღწიათ, “გირჩი” აქამდეც გამოვიდა.