ზურაბ ადეიშვილს საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტაზე განცხადება აქვს შემოტანილი | სააგენტო

პუბლიკა

საქართველოს ყოფილი იუსტიციის მინისტრი  და ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტას მოითხოვს. შესაბამისი განცხადება მან უკვე შეიტანა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში.

„პუბლიკას“ სააგენტოში ეს ინფორმაცია დაუდასტურეს. მათი თქმით, მოქალაქეობის შეწყვეტაზე საქმის განხილვა მიმდინარეობს.

„ზურაბ ადეიშვილს მოქალაქეობის შეწყვეტაზე განცხადება აქვს შემოტანილი. მიმდინარეობს საქმის განხილვა. კანონით დადგენილი ვადების  ფარგლებში საქმის განხილვის დასრულება უწევს მაისში”, – გვითხრეს სააგენტოში.