ზურაბ ჯაფარიძე თბილისის მერობის კანდიდატობას აპირებს

პუბლიკა

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ თბილისის მერობის კანდიდატობას აპირებს. მისივე თქმით, უკეთესი იქნება თუ ოპოზიცია მას საერთო კანდიდატად შეარჩევს.

„თუ შემოთავაზება იქნება [თბილისის მერობის ერთიან კანდიდატობაზე] თანახმა ვარ. ისედაც ვაპირებ, რომ [კანდიდატად] დავდგე და თუ ერთიანი კანდიდატი ვიქნები, ცხადია, უკეთესია“, – განაცხადა ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან.


ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2021 წლის ოქტომბერში გაიმართება. ევროპული საბჭოს მედიაციით შემუშავებული დოკუმენტის მიხედვით, თუ არჩევნებში „ქართული ოცნება“ ხმების 43%-ს ვერ მიიღებს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება.