ზურაბიშვილი: მარტი-მაისში მობილური ტელეფონის ხარჯმა 200₾ და 98 თეთრი შეადგინა

პუბლიკა

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მარტი-მაისის პერიოდში პრეზიდენტის მობილური ტელეფონის ხარჯმა 200 ლარი და 98 თეთრი შეადგინა. ზურაბიშვილის განცხადებით, ,,მთავარი არხი“ დაინტერესდა – რა რაოდენობის თანხა დახარჯა საქართველოს პრეზიდენტმა, პანდემიის პერიოდში, მსოფლიო ლიდერებთან სატელეფონო საუბრებისთვის.
„პრეზიდენტის ადმინისტრაცია მადლობას უხდის ტელეკომპანიას ასეთი მნიშვნელოვანი კითხვისთვის და გაცნობებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი, მარტი-მაისის პერიოდში, ესაუბრა 50 ქვეყნის ლიდერს. აქედან, 18 ქვეყნის პირველ პირს ინტერნეტის საშუალებით – ვიდეოზარით დაუკავშირდა,
32 ქვეყნის ლიდერს კი, ტელეფონით; 13 ქვეყნის მეთაურმა პირადად დაურეკა პრეზიდენტს მობილურზე; საქართველოს პრეზიდენტის მობილურიდან კი, 19 ზარი განხორციელდა“, – წერს პრეზიდენტი Facebook-გვერდზე.