ყველა

პუბლიკა

„[წასვლიდან] 6 თვის შემდეგ მომწერა [შვილმა], თვითმფრინავის კიბეზე რომ ადიოდი, მე ფეხებში ძალა გამომეცალა და კინაღამ ჩავიკეცეო, [შინ] ჩამოსვლამდე ვტიროდი და ვბღაოდიო. ახლა თქვენ მკითხავთ, ბავშვს ეს ემოცია როგორ ვერ შეამჩნიეო, მაგრამ ასეთი ბავშვია, მალავს თავის ემოციებს“. (საზღვარგარეთ მყოფი მშობელი).

„არტეფაქტები“- ასეთი არქაული თუ სამუზეუმო სახელწოდება შეურჩიეს მაშინ პროექტს, რომლითაც სუხიშვილებმა ზაფხულის დღეებით მოთენთილი მაყურებელი გამოაფხიზლეს, დამუხტეს და ფინალში - აღაფრთოვანეს კიდეც. 

ნინო ჩიმაკაძე

ყველაზე მოწყვლადი უსახლკარო ჯგუფი - ქუჩაში მცხოვრები, მიუსაფარი ადამიანები არიან, რომლებიც სოციალურად დაუცველთა ბაზაშიც ვერ რეგისტრირდებიან, რადგან მისამართი არ აქვთ. შესაბამისად სახელმწიფოს მხრიდან დახმარებასაც ვერ იღებენ.

პუბლიკა

როგორც ირკვევა, კობა ხუბუნაი კირთაძეს ტელეფონით დაუკავშირდა და უთხრა, რომ რეორგანიზაციის პროცესში იგეგმებოდა მისი პოზიციის, რომელიც შტატგარეშე პოზიცია იყო, შტატში გადატანა და ახალი საშტატო ერთეულის შექმნა, ახალშექმნილ საშტატო პოზიციაზე კი გამოცხადდებოდა ღია კონკურსი, რომელშიც მასაც შეეძლებოდა მონაწილეობა.

ნანუკა კოხოძე

„რუსეთისა და პუტინისგან ინსპირირებული წესების მიღება ცივილიზებული საზოგადოების, LGBTQI+ საზოგადოების, ლტოლვილების დისკრედიტაციას ემსახურება. უნგრეთის მთავრობა ცდილობს, გააქროს სოლიდარობის გრძნობა საზოგადოების ჯგუფებს შორის, რადგან შემდეგ ბევრად უფრო ადვილია ძალაუფლების გავრცელება“, – ამბობს სზელერესო.

საარსებო შემწეობას 16 წლამდე ბავშვებიდან ყოველი მეოთხე იღებს. შემწეობის მიღება კი ჯამში 340 281 ბავშვს სურს (37.7%); ბავშვებში აბსოლუტური სიღარიბის დონე 19.6%-ია [ყოველი მეხუთე]

პირველი კაფე თავისუფლების მოედანთან იყო. – გამარჯობა, რომელი ხილის წვენი გაქვთ? – ვეკითხები ქართულად. – ბოდიში, არ ვიცი კარტული. რუსულად? ინგლისურად? – გაჭირვებით, მაგრამ ქართულადვე მპასუხობენ. მეტწილად რუსულენოვანი ადამიანები ქართული ენის ცოდნას მხოლოდ ამ ფრაზაში ავლენენ – „ბოდიში, არ ვიცი კარტული“. აღმოჩნდა, რომ Facebook-მეგობრები არ ცდებოდნენ. 8 კაფეს ვესტუმრეთ. მშობლიურ ენაზე მომსახურება ვერცერთ ობიექტზე ვერ მივიღეთ. მეტიც, უმრავლესობას ქართულ ენაზე მენიუც კი არ ჰქონია.

პუბლიკა

არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველოში რუსეთი კიდევ ერთხელ შეიჭრას. უკრაინასთან ომის შემდეგ ჩვენ ვხედავთ რუსული „რბილი ძალის“ აშკარა კვალს და მიზნებს საქართველოში, მაგრამ ამან ხელი არ უნდა შეგვიშალოს საქართველოსთან ევროპული და ტრანსატლანტიკური ინტეგრაციის კურსის წარმატებაში.

ლიკა ზაკაშვილი

კანდიდატთა ნაწილი, რომლებმაც წელს დირექტორთა სერტიფიცირების ეტაპი ვერ გადალახეს, ეჭვობენ, რომ მათ შემთხვევაშიც არსებობდა „საბაბი“, რომლის გამოც ისინი სისტემისთვის „არაკეთილსამედოებად“ იქნენ მიჩნეული. კანდიდატების უმრავლესობა ღიად საუბარზე უარს ამბობს და სასამართლოს იმედი აქვს.

ქეთი გოგუაძე

„ბოდიშის მოხდით ქალბატონებთან და სასამართლოსთან, უწმაწური სიტყვები იყო, შესაბამისად, საზოგადოების თავშეყრის ადგილას არ არის ლამაზი, რომ... ჩვენი დაიკოები, დედიკოები და ბავშვები მოძრაობენ და დადიან და შესაბამისად, არ უნდა წაეკითხათ“, - ეს ციტატა პოლიციელ აღამალი ასკეროვს ეკუთვნის, რომელიც სასამართლოში მოწმის სახით დაიკითხა. მან ბოდიში მოუხადა პროცესზე დამსწრე „ქალბატონებს“, ვინაიდან უწევს ისაუბროს იმ გარემოებებზე, თუ რატომ მიიჩნია „ირაყლი“ სამართალდარღვევად.

პუბლიკა

ერთი რეკომენდაცია კონკრეტულად მართლმსაჯულებას ეხება, თუმცა, სხვა პუნქტების გადაკითხვის შემდეგ ჩნდება განცდა, რომ დანარჩენი 11 პუნქტის შესრულებაც ნაკლებად სავარაუდოა დამოუკიდებელი და სანდო სასამართლოს გარეშე.